სახალხო დღესასწაული „ზეკარობა“
ბაღდათის მუნიციპალიტეტში წლებია 10 აგვისტოს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ზეკარობა“ ტარდება.
ზეკარის უღელტეხილზე, დიდმაღალის ქედზე, ზღვის დონიდან 2588 მეტრზე, ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მეგობრობის ნიშნად საერთო სახალხო დღესასწაულ ,,ზეკარობა“ -ში მონაწილეობას ორივე მუნიციპალიტეტი იღებს,
ღონისძიებაში მონაწილეობას ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული მომღერალთა და ქორეოგრაფთა გუნდები იღებს. იმართება სპორტული ღონისძიებები, ეწყობა იმერული და მესხური სამზარეულოს , მთაში ნაწარმი პროდუქტების (ყველი, სულგუნი, მაწონი, რძე, თაფლი, მოცვი) და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა – დეგუსტაცია.