ტურისტული პოტენციალის გაცნობის და პოპულარიზაციის მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტს აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის წარმომდგენლები სტუმრობდნენ.
ორ დღიანი ინფო-ტურის ფარგლებში გიდებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ობიექტები მოინახულეს.
გიდები ეწვივნენ კურორტ საირმეს, ზეკარის ხეობას, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს, ნაკაშიძეების საგვარეულო ეთნოგრაფიულ მუზეუმს, როკითის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარს და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს.
ინფო-ტურის ფარგლებში გიდები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 6 საოჯახო ღვინის მარანს, ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ და მათ მიერ დაყენებული ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.
ასევე ე სტუმრობდნენ სოფელ ალისმერეთში საოჯახო სასტუმრო “ალისმერეთს”, სადაც გიდებმა ქვევრის ყველი დააგემოვნეს.
აჭარის გიდების ინფო-ტური ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდა.