სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა გრძელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს ზედა და ქვედა ზეგანში, წიფაში, ნებიერეთში, საკრაულაში, სოფელ ზედა და ქვედა ზეგანში, წიფაში, ნებიერეთში, საკრაულაში, ნერგეეთში, ალისმერეთში, წყალთაშუაში, დაფენილში, წაბლარასხევში, ხანსა და კაკასხიდში გაიმართა.
სოფელ ზედა ზეგანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და გარე განათების მონტაჟი დაასახელა, სამუშაოებისთვის 10 000 ლარი გამოიყოფა.
სოფელ ქვედა ზეგანში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გარე განათების ლამპიონების მონტაჟი შეირჩა. რომლისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ წიფაში მოსახლეობის ინიციატივით ცხაურის მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოწესრიგება შეირჩა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარი გამოიყოფა.
სოფელ ნებიერეთში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიგეგმა, რომლისთვისაც პროგრამის ფარგლებში
10 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ საკრაულაში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კვერეხაძეების და ჯოხაძეების უბანში ბეტონის საფარი დაიგება
ნერგეეთში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად, სპორტული მოედნის და სკვერის რეაბილიტაცია დაასახელეს, სამუშაოებისთვის 20 000 ლარი გამოიყოფა.
ალისმერეთში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით , შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, მილხიდების, ცხაურების და ხიდბოგირის რეაბილიტაცია შეირჩა. რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება.
წყალთაშუაში მოსახლეობის ინიციატივით ბონდის ხიდის შეკეთება და შიდა საუბნო გზის მოწესრიგება დასახელდა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარი განისაზღვრება.
დაფენილში ადგილობრივებმა სანიაღვრეების მოწყობა შეარჩიეს. რისთვისაც 10 000 ლარი გამოიყოფა.
წაბლარასხევში ადგილობრივებმა გარე განათების მონტაჟი და საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს, სამუშაოებისთვის 10 000 ლარია განსაზღვრული.
სოფელ კაკასხიდში მაცხოვრებლებმა აღნიშნული პროგრამოს ფარგლებში შიდა გზების მოწესრიგება და გარე განათების მონტაჟი შეარჩიეს.
სამუშაოებისთვის 10 000 ლარი დაიხარჯება.
ხანში მოსახლეობამ გარე განათების მონტაჟი დაასახელა, რისთვისაც 16 000 ლარია განკუთვნილი.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე, მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახა მსხვილიძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.