
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, დღეიდან საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დაიწყო.

მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სოფელ ქვედა და ზედა ზეგანში, წიფაში, ნებიერეთსა და საკრაულაში გაიმართა.

სოფელ ქვედა ზეგანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა დაასახელა, სამუშაოებისთვის 12 000 ლარი გამოიყოფა.

სოფელ ზედა ზეგანში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით კიდური ხიდის და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია შეირჩა, რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება.

სოფელ წიფაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა განხორციელდება. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარი გამოიყოფა.

სოფელ ნებიერეთში ადგილობრივების გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება შეირჩა, რისთვისაც 10 000 ლარი გამოიყოფა.

სოფელ საკრაულაში კი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია და ცხაურების განთავსება განხორციელდება, რომლისთვისაც 12 000 ლარი განისაზღვრება.

საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი კახა მსხვილიძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.