სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა მიმდინარეობს.
მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ წითელხევში, დიდველასა და როკითში გაიმართა.
ადგილობრივებმა წითელხევში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად ცხაურების მოწყობა დაასახელა, სამუშაოებისთვის კი 20 000 ლარი გამოიყოფა.
სოფელ დიდველაში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით სკოლის და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა და სპორტული ინვენტარის შეძენა შეირჩა. რომლისთვისაც 16 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ როკითში მოსახლეობის ინიციატივით სკვერის კეთილმოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა და სანიაღვრეების მოწყობა დასახელდა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარი დაიხარჯება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გამოყოფილი.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.