სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა გრძელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ნერგეეთში, ალისმერეთში, წყალთაშუაში, დაფენილში, წაბლარასხევში, ხანსა და კაკასხიდში გაიმართა.
ადგილობრივებმა ნერგეეთში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს, სამუშაოებისთვის 20 000 ლარი გამოიყოფა.
ალისმერეთში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით , სოფლის ორი უბნის გზის მოწესრიგება შეირჩა. რომლისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება.
წყალთაშუაში მოსახლეობის ინიციატივით სანიაღვრეების მოწესრიგება შიდა საუბნო გზაზე ბეტონი საფარის დაგება და სკვერის მოწყობა დასახელდა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარი განისაზღვრება.
დაფენილში ადგილობრივებმა სანიაღვრეების მოწყობა და გარე განათების მონტაჟი შეარჩია. რისთვისაც 10 000 ლარი გამოიყოფა.
წაბლარასხევში ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს, სამუშაოებისთვის 10 000 ლარია განსაზღვრული.
სოფელ კაკასხიდში მაცხოვრებლებმა აღნიშნული პროგრამოს ფარგლებში შიდა გზების მოწესრიგება და გარე განათების მონტაჟი შეარჩია. სამუშაოებისთვის 10 000 ლარი დაიხარჯება.
ხანში მოსახლეობამ გარე განათების მონტაჯი დაასახელა, რისთვისაც 16 000 ლარია განკუთვნილი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გამოყოფილი.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.