სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად, სოფელ წითელხევში, დიდველასა და როკითში გაიმართა.
ადგილობრივებმა წითელხევში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად ცხაურების მოწყობა, გარე განათების მონტაჟი და სპორტული ინვენტარის შეძენა დაასახელა, რისთვისაც
20 000 ლარი გამოიყოფა.
სოფელ დიდველაში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და ბონდის ხიდის ბურჯის შეკეთება დასახელდა. სამუშაოებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ როკითში მოსახლეობის ინიციატივით, სოფლის ამბულატორიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა დასახელდა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარი დაიხარჯება.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.