სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა გრძელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სოფელ როხში, პირველ და მეორე ობჩაში გაიმართა.
სოფელ როხის მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად, გარე განათების მონტაჟი, საბავშვო ბაღის და სპორტული მოედნისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა დაასახელა. პრიორიტეტებისთვის როხში 20 000 ლარი გამოიყოფა.
სოფელ პირველ ობჩაში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, სოფლის სასაფლაოს და სკვერის შემოღობვა, ასევე გარე განათების მონტაჟი შეირჩა, რომლისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ მეორე ობჩაში მოსახლეობის ინიციატივით გარე განათების ლამპიონები განთავსდება და სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარი გამოიყოფა.
საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი კახა მსხვილიძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.