#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა გრძელდება.

მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს სოფელ შუბანში, ფერსათსა და ზედა დიმში გაიმართა.

სოფელ შუბანში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად, გარე განათების მონტაჟი დაასახელა, სამუშაოებისთვის 12 000 ლარი გამოიყოფა.

სოფელ ფერსათში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სპორტული ინვენტარის შეძენა შეირჩა, რომლისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება.

სოფელ ზედა დიმში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა განხორციელდება. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარი გამოიყოფა.

საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჭოლოკავა, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი კახა გოგნაძე, საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ეკა მშვილდაძე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრა ასევე, სოფელ წითელხევში, დიდველასა და როკითში გაიმართა.

ადგილობრივებმა წითელხევში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად მიქიაშვილების და გელენიძეების უბანში ცხაურების მოწყობა, მეფარიშვილების უბანში სანიაღვრეების მოწესრიგება და გარე განათების მონტაჟის დასრულება დაასახელეს, რისთვისაც 20 000 ლარი გამოიყო.

სოფელ დიდველაში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით კალატოზიშვილების ჩიხში სანიაღვრე არხის და ჩიხის მოწესრიგება, ასევე სპორტული ინვენტარის შეძენა დასახელდა. რისთვისაც 16 000 ლარი დაიხარჯება.

სოფელ როკითში მოსახლეობის ინიციატივით, სასაფლაოს შემოღობვა, ძელქვების უბანში მისასვლელი გზის კეთლიმოწყობა და სანიაღვრეების განთავსება დასახელდა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარი განისაზღვრა.

საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია სახამბერიძე, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაიმართა შეხვედრები სოფელ ნერგეეთში, ალისმერეთში, წყალთაშუაში, დაფენილში, წაბლარასხევში, ხანსა და კაკასხიდში.

ადგილობრივებმა ნერგეეთში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად, სპორტული მოედნის ინვენტარის შეძენა დაასახელეს, რისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება.

ალისმერეთში მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით , შიდა საუბნო გზების(1ჩიხი) მოწესრიგება დასახელდა, რომლისთვისაც 10 000 ლარი გამოიყო.

წყალთაშუაში მოსახლეობის ინიციატივით კიდური ხიდის შეკეთება დასახელდა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარი განისაზღვრა.

დაფენილში ადგილობრივებმა ხიდბოგირია და სანიაღვრეების მოწყობა შეარჩიეს. რისთვისაც 10 000 ლარი გამოიყო.

წაბლარასხევში ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს, სამუშაოებისთვის 10 000 ლარია განსაზღვრული.

სოფელ კაკასხიდში მაცხოვრებლებმა აღნიშნული პროგრამოს ფარგლებში შიდა გზების მოწესრიგება შეარჩიეს.
სამუშაოებისთვის 10 000 ლარი დაიხარჯება.

ხანში მოსახლეობამ გარე განათების მონტაჟი დაასახელა, რისთვისაც 16 000 ლარია განკუთვნილი.

საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჭოლოკავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფელ როხში, პირველ ობჩასა და მეორე ობჩაში შეხვედრებით დასრულდა.

სოფელ როხში მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად, გარე განათების მოწესრიგება დაასახელა, სამუშაოებისთვის 20 000 ლარი გამოიყოფა.

სოფელ პირველ ობჩაში ადგილობრივების ინიციატივით გარე განათების მოწესრიგება დასახელდა რომლისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება.

გარე განათების მონტაჟი და მოსაცდელების რეაბილიტაცია დასახელდა პრიორიტეტად მეორე ონბჩაში, რისთვისაც 16 000 ლარი დაიხარჯება

საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატატები თორნიკე გაჩეჩილაძე და მურად ბურჯანაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კახა მსხვილიძე და მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში დაესწრნენ.
.