![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4a/1.5/16/1f537.png)
სოფელ წითელხევის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში ნოდარ ფულარიანის საიუბილეო საღამო გაიმართა.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4a/1.5/16/1f537.png)
ბაღდათის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ხელოვნების რაინდს დაბადებიდან 79 წლის იუბილე მეგობრებმა, კოლეგებმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4a/1.5/16/1f537.png)
საიუბილეო საღამოზე ნოდარ ფულარიანმა ტრიო იმერეთთან ერთად მსმენელისთვის საყვარელი და მათთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა. ღონისძიებაზე ასევე წითელხევის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებმა თავიანთი შემქმედება წარმოადგინეს.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/taa/1.5/16/1f449.png)
ნოდარ ფულარიანის საიუბილეო ღონისძიება ა.(ა).ი.პ. სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერითა და წითელხევის კ.ფოცხვერაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელ მაია გუბელაძის ორგანიზებით გაიმართა.