
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირის დასახლებაში სირბილაძეების უბანში ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია “როსტვერკმა“ განახორციელა.

ამჯერად ხიდის მშენებლობა, პირველ ობჩაში დოგრაშვილების უბანში მიმდინარეობს, რომლის სამუშაოებსაც სამშენებლო კომპანია „ვაბე „ ასრულებს.
ორივე ხიდი პირველ ობჩაში სტიქიამ დააზიანა და მათი მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.

დოგრაშვილების უბანში ხიდის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.