სოფელ პირველ ობჩაში მთისძირის დასახლებაში 230 ოჯახს მალე უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში ე.წ მთისძირის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ” ვაბე” ასრულებს. ტენდერის პირობების თანახმად სოფელ პირველ ობჩაში მთისძირის დასახლებაში აშენდა ახალი წყლის შემგროვებელი სათავე ნაგებობა და დაიქსელა მილები. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა .
სოფელ პირველ ობჩაში მთისძირის უბნის მოსახლეობას, სასმელი წყლის პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდა. ახალი წყალმომარაგების სისტემა მალე ექსპლოატაციაში შევა და ადგილობრივებს ხარისხიანი წყლი უწყვეტად ექნება.