საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სკვერში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა მოეწყო.
დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ესეების კონკურსის დაჯილდოება, რომელშიც მონაწილეობა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, მერიის კულტურის სამსახურმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, მერიის კულტურის სამსახურისა და ა.ა.ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი.
აღნიშნული შეჯიბრი ბაღდათის სპორტ-სკოლის დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სხვადასხვა ასაკის 16 -მა ახალგაზრდამ მიიღო.
მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში პირველი ადგილი სოფელ წითელხევიდან რევაზ დევიძემ, ხოლო მეორე ადგილი ბაღდათელმა თორნიკე მირცხულავამ მოიპოვა.
ტურნირს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, დეპუტატებთან, მერიის კულტურის სამსახურის და ა.ა.ი.პ ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ , გამარჯვებულ მონაწილეებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
დღის დასკვნით ფაზაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბაღდათის მუნიციპალიტეტის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო მუსიკალურმა თეატრმა “ირიდა” -მ პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ- -ქორეოგრაფიულ- მუსიკალური პერფორმანსი წარმოადგინა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, დეპუტატებთან, მერიის კულტურის სამსახურის და ა.ა.ი.პ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.