ფესტივალის საზეიმო დახურვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოლოს დეპუტატები, მერიის კულტურის სამსახურის და ა.ა.ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
სპექტაკლები და მსახიობები პროფესიულმა ჟიურიმ შეაფასა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის მსახიობებმა პრიზი სამ ნომინაციაში მოიპოვეს :
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი – გუდუნა სახამბერიძემ მიიღო, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი კი თეონა ლომსიანიძემ, ხოლო
ნომინაცია – საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი – ეთერ დევაძეს ერგო.
ბაღდათის სახალხო თეატრისთვის კიდევ ერთი წარმატებაა ისიც რომ,
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბაღდათის სახალხო თეატრის დასის სპექტაკლს, სატელევიზოდ ტელე სპექტაკლს გადაიღებს, რომელიც შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.
საერთშორისო ფესტივალზე ბაღდათის სახალხო თეატრმა, ნიკო ლორთქიფანიძის და მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების მოტივებზე „ სოფლის აშიკი“ ზაზა კიკნაველიძის რეჟისორობით წარმოადგინა.
წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი იყო განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლები. ასევე, მაყურებელმა ნახა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები.
ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 17 სპექტაკლი.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.