ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მოადგილე მერაბ ზირაქაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ა.ა.ი.პ.სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების სამუსიკო სექტორის ვ.ქაშაკაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლის იმ მოსწავლეებს და პედაგოგს შეხვდა, რომლებმაც 12-16 სექტემბერს, ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში წარმატებები მოიპოვეს.
საერთაშორისო კონკურს -ფესტივალი „სულიკო“ საესტრადო და კლასიკურ მუსიკას მოიცავს. აღნიშნულ ფესტივალში ბაღდათის მუსიკალური სკოლიდან,
,,მევიოლინეთა კვარტეტი”
იოანე ბაზანოვი და ანასტასია გეგეშიძე იყო წარმოდგენილი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა პრიზი სამ ნომინაციაში აოღო:
III ადგილი ანასტასია გეგეშიძე
II ადგილი მევიოლინეთა კვარტეტი
გრან-პრი კი დამსახურებულად იოანე ბაზანოვმა მიიღო.