აღნიშნული ქუჩის ჩიხებში დაიგო ასფალტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობ სანიღვრეების მოწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს.”მეკა’ასრულებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ფერსათში ე .წ თავხელიძეების ბოგირიდან პირველ საჯარო სკოლამდე მისასვლელ გზაზე. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “გი-ან11” ასრულებს.
ორივე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად პერმანენტულად ახორციელებს და ეცნობა სამუშაო პროცესს.