ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ ბაღდათში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება.
ამ ეტაპზე თამარ მეფის ქუჩაზე რკინა/ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ჯეომშენებელი” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 301692 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ქალაქ ბაღდათში ამორტიზებული ყველა შიდა ქუჩების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.