23 ივნისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის
აღსაზრდელებმა გარბენში მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე მოეწყო ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი.
ქალაქ ბაღდათის კალათბურთის მინი სტადიონზე კი ბაღდათის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კალათბურთში იასპარეზეს.
გამარჯვებულ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მერაბ ზირაქაძემ, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მინდია კიკნაველიძემ, საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ირინა ტყეშელაშვილმა გადასცა.
ოლიმპიზმის დღე 23 ივნისს 1984 წლიდან აღინიშნება.