ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა,სადაც განსახილველად გამოტანილი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამი კიკნაველიძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე .ა.(ა).ი.პ. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ანგარიში: „2021-2022 სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული სასწავლი-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზების კუთხით გაწეული მუშაობის შესახებ“ მოისმინეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად შეაფასეს. ანგარიში ააიპ-ის ხელმძღვანელმა ნინო რობაქიძემ წარმოადგინა.
2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშით წარსდგა დეპუტატების წინაშე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი დავით სვანიძე.
სხდომაზე მესამე საკითხი საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გვანცა გრძელიძემ წარმოადგინა, რომელიც საკრებულოს 2022 წლის მე-2 კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცებას შეეხებოდა.