ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ 2019 წელს მერიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

27 აგვისტო, 2020

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ 2019 წელს მერიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, მერიის სამსახურების უფროსებმა, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის მერისგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია თუ რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში და რა იყო პრიორიტეტი გასულ წელს.

მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე, სოციალური პროგრამების მეშვეობით გაწეულ დახმარებებზე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

გააზიარე