ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ შესაბამისად  მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირება დაიწყო ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ

8 სექტემბერი, 2020

საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ შესაბამისად  მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირება დაიწყო ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ.

განყოფილების ფუნქციაა, დაიცვას მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ბავშვის უფლებები, იზრუნოს მათი ოჯახების გაძლიერებისათვის და ძალადობის პრევენციის მიზნით გაატაროს საჭირო ღონისძიებები.

აღნიშნულ ფუნქციებს განახორციელებს გუნდი, რომელშიც შედის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის დაცვის ინსპექტორი,

ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი .

 

ბავშვის უფლებების დარღვევის გამოვლენის (ან სავარაუდო ეჭვის) შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე : 595 25 25 50.

თქვენი ანონიმურობა დაცული იქნება.

 

გააზიარე