ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები მინდინარეობს

21 დეკემბერი, 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები მინდინარეობს.

სამუშაოები ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება , რომლის ღირებულება 910085,00 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო/ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,მტმ" ასრულებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისPIRDP- ფარგლებში, სოფელ ვარციხეში ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრი განთავსდება.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს მუნიციპალიტეტში და რეგიონში ბიზნეს ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის ოპერირებასაც მოახდენს მუნიციპალური ა(ა)ი.პ.ი. შენობაში განთავსდება ტურიზზმის საინფორმაციო ცენტრი, სადეგუსტაცი და საგამოფენო სივრცეები, შეხვედრების ( საკონფერენციო) ადგილი. ამასთან შენობაში მოეწყობა მცირე საოფისე და საწარმოო ფართები ახალი და არსებული ბიზნეს ობიექტებისთვის. ფართების გადაცემა მოხდება 2 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით და შემდგომი 3 წლის ვადით შეღავათიანი პირობით იმ ბიზნეს ოპერატორებზე ან სტარტაპერებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვას, ელექტრონულ კომერციას და სხვა სახით პროექტის მიზნების განხორციელებას. პროექტი ინტეგრირებულია და მოცავს სხვადასხვა მიმართულებებს...მათ შორის ტრენინგების ჩატარებას და გადამზადებას.

 

გააზიარე