ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის დასმა, იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

30 ოქტომბერი, 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის დასმა, იმერეთის თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

მსახიობები "თეატრალური იმერეთი 2020“-ის ფარგლებში მაყურებლის წინაშე, მიხეილ ჯავახიშვილის "ჩანჩურა"-ს მიხედვით, გიგა მიქაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლით წარსდგა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის დასი აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს და არაერთი ნომინაციის მფლობელია.
თეატრალური ფესტივალი 10 ოქტომბერს დაიწო და ხვალ დასრულდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო,
ფესტივალი ღია სივრცეში ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის "მწვანე სცენაზე" მიმდინარეობს.

გააზიარე