ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 27 აგვისტო 2020 წელი

26 აგვისტო, 2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 27 აგვისტო 2020 წელი ქ. ბაღდათი 09:00 საათი დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში „2019 წლის საანგარიშო პერიოდში მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“ მომხს. არჩილ გოგსაძე-მუნიციპალიტეტის მერი; 2. ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. ლერი გუმბერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომხს. ლერი გუმბერიძე - მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; თანამომხსენებელი: გივი კობერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი; გურამი კიკნაველიძე-მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 4. ა.(ა).ი.პ. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ინფორმაცია 2019-2020 სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული სასწავლი-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზების კუთხით ჩატარებული და მიმდინარე მუშაობის შესახებ. მომხს. თამილა ფაიქიძე - ა.ა.ი.პ. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი; 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო აგიტაციის ჩასატარებლად შენობა-ნაგებობებისა და სააგიტაციო მასალების გამოფენისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე - მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. გურამი კიკნაველიძე-საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

გააზიარე