ცხელი ხაზი:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებილოს 26 მარტის სხდომის დღის წესრიგი

29 მარტი, 2021

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ხელმძღვანელობდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტში, ბაღდათის-ტყიბულის- თერჯოლის-ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე და მერი არჩილ გოგსაძე ესწრებოდნენ.

 დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი

1. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს. ლერი გუმბერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
მომხს. ლერი გუმბერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
თანამომხსენებელი: გივი კობერიძე-მუნიციპალიტეტის მერიის
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი;
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ანგარიში 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს. გივი კობერიძე - მუნიციპალიტეტის მერიის შიდა
აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი;
4. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს. თამთა ღვალაძე-მუნიციპალიტეტის მერიის
იურდიული განყოფილების უფროსი;
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი, სოფელი შუბანი), სოფელ ფერსათში მდებარე 32-ე ქუჩისათვის „საირმის“ სახელის მინიჭების შესახებ.
მომხს. თორნიკე გაჩეჩილაძე - საკრებულოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
6. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ბაღდათელები მომავლისათვის“, ფრაქციის რეგისტრაციის ცნობად მიღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის N42 9 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს. თორნიკე გაჩეჩილაძე - საკრებულოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის მეორე კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხს. თორნიკე გაჩეჩილაძე - საკრებულოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ როხში 30.04.36.001 და 30.04.36.002 საკადასტრო კოდებზე მდებარე უძრავი ქონების არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, სსიპ „საქართველოს საპატრიარქოსთვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი-მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის სამსახურის უფროსი.
9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი სააუქციონო ყოველწლიური საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ;
მომხს. მირიან ფულარიანი-მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის სამსახურის უფროსი;
10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მომხს. მირიან ფულარიანი-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი.
11. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხს. მირიან ფულარიანი-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი.
12. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტომანქანა ვაზ 21 213, სახ N TT 172 VV) ა.(ა).ი.პ. „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი.

გააზიარე