მინისტრის ბრძანება იხილეთ და ჩამოტვირთეთ მოცემულ ბმულზე
,,ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შპს „ხანიჰიდროს“ ,,მდ. ხანისწყალზე, 6.5 მგვტ
დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ხანი ჰესის) მშენებლობისა და
ექსპლუატაციის პროექტზე’’ სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 17 მარტის №2-306 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 17 მარტის
საქართველოს კანონის (№1445) მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-7 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 26 მარტის N21/3124 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შპს „ხანიჰიდროს“ ,,მდ.
ხანისწყალზე, 6.5 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ხანი ჰესის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე’’ სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 17 მარტის №2-306 ბრძანება.
2. ამ ბრძანების ასლი გაეგზავნოს: სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და შპს „ხანიჰიდროს”.
3. ამ ბრძანების გამოცემიდან 2 დღის ვადაში აღნიშნული ბრძანება განთავსდეს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
4. ეს ბრძანება ძალაშია შპს „ხანიჰიდროს“ მიერ ამ ბრძანების გაცნობისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), მხარის მიერ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.