ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად
სოფელ წითელხევის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის საჯარო სკოლის სამი წარმატებული მეთერთმეტე კლასელი
დააჯილდოვა.
მოსწავლეებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონცეფციების კონკურს
“როგორ დავიცვათ ქართული ენა”
ჟიურის რჩეულის ნომინაცია მოიპოვეს.
კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ
დიპლომები და საჩუქრები გადასცა.
დაჯილდოვებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე , კუკტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მინდია კიკნაველიძე და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი დაესწრო.