კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ახალი კომიქსი „ნათურა“, რომლის მთავარი პერსონაჟია „ზაზუნა ოზი“ და ბავშვებს თავისი რჩევებით ენერგიის დაზოგვაში დაეხმარება.
კომიქსის მიზანია, ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიაზროს ენერგიის ეფექტიანობის მნიშვნელობა და ენერგიის გაფლანგვის უარყოფითი გავლენა ბუნებასა და გარემოზე. წიგნი ბავშვებს ენერგიის დაზოგვის ისეთ მარტივ გზებს ასწავლის, როგორიცაა, მაგალითად, გათბობის დაბალ ტემპერატურაზე დაყენება ან იმ მოწყობილობების გამორთვა, რომლებსაც არ ვიყენებთ.
კამპანიის ფარგლებში, კომიქსთან ერთად შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც ბავშვებს და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ რჩევებს, ჩამოტვირთონ კომიქსი ქართულად და უყურონ მოკლე ანიმაციურ ვიდეოს ოზის მონაწილეობით: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/gaitsani-ozi-evrokavshiris-akhali-kampania-bavshvebs-energiis-dazogvashi-daekhmareba/