Hot line:+995 591 90 90 05

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ხელმძღვანელობდა

25 September, 2020

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ხელმძღვანელობდა.

1.მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია: „ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა -დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის N 26 დადგენილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

2. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის (რეკონსტრუქციისათვის), მშენებლობის ნებართვის ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების დადგენის შესახებ.

4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 30.11.32.562 საკადასტრო კოდზე მდებარე 1 764.0 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ
მომხს. მირიან ფულარიანი - მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი
5.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე 2020 წლის მეოთხე კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

Share page