დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო ყოველწლიურმა ველო ფესტივალმა.
70-ზე მეტი მონაწილე სამი დღის განმავლობაში როდოპოლისის ციხიდან აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარას, საირმეს გაივლიან და 30 ივლისს ქალაქ ბაღდათში დაბრუნდებიან, სადაც ფინიში იქნება განთავსებული.
სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს ელოდებათ დაუვიწყარი და მრავალფეროვანი თავგადასავალი.
ველო გადაადგილების პარალელურად, მათ შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, მოიპოვონ ქულები დამატებითი თამაშებით და გაიმარჯვონ.
ქულების დაგროვება გზის განმავლობაში შესაძლებელია როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად.
ხანსა და ქვასაყდარაზე მონაწილეებისთვის მოეწყობა კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.
ველო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ქალაქ ბაღდათში კვირას 30 ივლისს 17:00 საათზე გაიმართება, სადაც მონაწილეების დაჯილდოებასთან ერთად, ადგილობრივი მეღვინეების ღვინის და რეწვითი ნამუშევრების ბაზრობა გაიმართება. საღამოს დაასრულებს ბენდი “ალუბალი“-ის კონცერტი.
ველო ფესტივალის გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი აიპები.
DMO Imereti
კავკასიის ველო ქსელი
საირმე რეზორტი
შატო ვარციხე
სტუდია იაგუნდი
ბესიკ ფერაძის წყლის ჩამომსხმელი კომპანია.