დღეიდან, 4 მარტიდან ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით მგზავრებს ახალი ავტობუსი მოემსახურება.
ახალი ავტობუსით ქუთაისი – ბაღდათის მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარით განისაზღვრება და მოქალაქეებს გადახდა თბს ბარათით შეეძლებათ. (როგორც სამგზავრო ასევე პირადი ბარათებით)
ახალი ავტობუსი სატესტო რეჟიმში შემდეგი მიმართულებით გადაადგილდება.
ბაღდათი-ქუთაისი-08:05
გასვლა მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან.
ქუთაისი-ბაღდათი-09:30
გამოსვლა ბალახვნის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან.
ბაღდათი -ქუთაის -11:30
ქუთაისი- ბაღდათი 14:30
ბაღდათი- ქუთაის 16:10
ქუთაისი-ბაღდათი17:30
ახალი ავტობუსი ძირითადად სტუდენტების სასწავლო პროცესის განრიგზე იქნება გათვალისწინებული და ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.