ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საბავშვო მუსიკალური თეატრ “ირიდა”-ს კონცერტი, რომელიც რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა.
რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრის სკვერში მთელი დღის მანძილზე გარე აქტივობები მიმდინარეობდა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ასფალტზე ხატვაში, ასევე საშუალება გქონდათ გასართობი ატრაქციონებით, სახის მოხატვით და ანიმატორებთან თამაშით ესარგებლათ.
ბავშვთა დაცვის დღე პატარებს და მათ მშობლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძეც დაესწრო
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ადგილობრივი მუსიკალური ბენდის “კარცერ ლუქსი”-ს კონცერტით დასრულდა.
აღნიშნული ღონისძიებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის. ა.(ა).ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის და იმერეთის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.