საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ბაღდათში საოჯახო ღვინის მარნებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ადგლობრივი ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში 14 საოჯახო ღვინის მარანთან მისასვლელი საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების და საპარკინგე ადგილების მოწყობა განხორციელდება.
სოფელ წითელხევში ნინოს მარანთან და გაბრიჩიძის მარანთან მისასვლელი გზების მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულ ობიექტებზე მიწის მოწყობითი სამუშაოები განხორციელდა, ასევე მოეწყო ღვარსადენები.
ამ ეტაპზე კი რკინა- ბეტონის საფარი იგება .
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ობჩაში რამდენიმე საოჯახო მარნებთან მისასვლელ გზებზე.