ბაღდათის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სკვერში აქცია-პერფორმანსი მოეწყო, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის იმის შეხენება იყო, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხში პასუხისმგებლობა თითოეული მოქალქის ვალდებულებაა.
აქციის მთავარი სლოგანებები ,, იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“ ,,დაგმე ფემიციდი“
,,ძალადობა დანაშულია, დუმილი -თანამონაწილეობა“ იყო.
აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა სიმბოლურად, სკვერში ფეხსაცმელები განათავსეს, ძალადობის მსხვერპლი ქალების ნამდვილი ისტორიებითა და წარწერებით.
აქცია-პერფორმანსს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაეები, ახალგაზრდები და საინიციატივო ჯგუფი ,,დიმელი ქალები“ შეუერთდა.