ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვაქცინაციით ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ესარგებლათ.
ვაქცინაციის პროცესი სოფელ როხის ამბულატორიასა და ქალაქ ბაღდათში არსებულ ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გაიმართა.
ვაქცინაციის პროცესს ორგანიზებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
მერაბ ზირაქაძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მარეხ მშვენიერაძე და ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ეკა მშვილდაძე უწევდა.
მოსახლეობას შეეძლო კოვიდ19-ის საწინაღმდეგო აცრა ,,სინოვაკის,“
,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩაეტარებინა. როგორც პირველი და მეორე დოზა, ასევე ბუსტერი.
,,ვაქცინაციის მარათონი” იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ” – მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.