ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია გრძელდება.
უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით,თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე-300268800 .
აღნიშნული გადარიცხვის ინტერნეტბანკით განხორციელებისას უნდა აირჩიოთ- ბიუჯეტში გადარიცხვა.
შენიშვნაში გთხოვთ, მიუთითეთ-“უკრაინისთვის.”
დახმარების გაწევის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ უკრაინელი ხალხისთვის სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება, რომლებიც შეგიძლიათ მიიტანოთ მისამართზე:
ქ. ბაღდათი კახიანის ქუჩა#1, კულტურის სახლის შენობა.
საკონტაქტო: 579 013 341
ჰუმანიტარული ტვირთი ბაღდათის სახელით უკრაინაში გაიგზავნება.