ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთდ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და გერმანული კომპანია “ფიხნერი”-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
აღნიშნული კომპანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაციის, საპროექტო კვლევას აწარმოებს. ” ტურიზმისა და გარემოს გაუმჯობესებისთვის, კომუნალური ინფრასტრუქტურის კონცეპცის შემუშავების და განხორციელების შესწავლა” ასე ქვია პროექტს, რომელიც იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, გერმანიის განვითარების ბანკის(KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ქალაქ ბაღდათის და მიმდებარე სოფლების წყლის სისტემის და წყალარინების სრულ უზრუნველყოფას მოიცავს.
გერმანული კომპანია “ფიხნერი”-ს წარმომადგენლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსებთან დაკავშირებით მოკვლევით სამუშაოებს პერიოდულად აწარმოებენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. როგორც გერმანული საინჟინრო კომპანიის და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საპროექტო კვლევების საფუძველზე სატენდერო პირობებსა და დოკუმენტაციაზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება.