ასფალტის საფარი იგება 10 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, ქალაქის შემოსასვლელიდან, კახიანის ქუჩიდან სოფელ წაბლარასხევის ეკლესიამდე.
აღნიშნული გზა მუნიციპალიტეტისთვის მთავარი მაგისტრალია, რომლითაც სარგებლობს როგორც, მთლიანად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ასევე კურორტ საირმეს ვიზიტორები.
ასფალთის საფართან ერთად
სკოლებთან და ბაღებთან მისასვლელ გზებზე მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრეები .
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, სამუშაოებს კი შპს „საქმილსადენმშენი“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.