![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ბაღდათობა აღინიშნა.
![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები ეხილა.
![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილიდან გამოფენილი იყო 70-80-90 წლების ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცხოვრების ამსახველი ფოტოები. ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა- დეგუსტაცია.
ხელ ნაკეთი ნივთების და ყვავილების ბაზრობა. გასტრონომიული სივრცეები.
პატარებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო სივრცეები და სპორტული აქტივობები.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t1f/1/16/1f3b6.png)
მთელი დღის განმავლობაში ბაღდათობის სახალხო დღესასწაულზე მოსული სტუმრების საზეიმო განწყობაზე ქუჩის მუსიკოსები და ანიმატორები ზრუნავდნენ.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcc/1/16/1f3bc.png)
საღამო ადგილობრივი შემსრულებლების , ასევე „ოჩოს ქოხის“ კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.