ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციული დღესასწაული ბაღდათობა აღინიშნა.
დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები ეხილა.
ქალაქის ცენტრალუ ნაწილში დილიდან გამოფენილი იყო ძველი ბაღდათის ფოტოების, ხელთნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა -გაყიდვა.
ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა სახელოვნებო და საგანმანათლებლო სოვრცეები “თეატრალური შემოდგომა”, “მაიაკოვსკი ბაღდათში”, ბიბლიოთეკის კუთხე „წიგნი ყველგან უნდა იკითხო“. მხარეთ მცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა წარმოადგინეს.
სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული იყო ფოტო-ვიდეო გადაღების კუთხე, გასტრონომიული სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა -დეგუსტაცია.
სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრმა, თავისუფალი ჭიდაობის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ნარდის საჩვენებელი ტურნირები წარმოადგინეს.
პატარებისთვის მთელი დღე მოწყობილი იყო საბავშვო ატრაქციონები და სახის მოხატვა.
საბავშვო მუსიკალურმა თეატრმა „ირიდა“- მ, ასევე კომპოზიტორ ნუკრი კარკაძემ კონცერტი მოწაფეეთან ერთად წარმოადგინეს.
დღესევ გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების ფოლკლორული კონცერტი.
მოეწყო ფოტო კონკურსის მონაწილეების და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ბაღდათობა 2022 წელს საპატიო ბაღდათელის ტიტული სხვადასხვა სფეროში წარმატებულ რვა ბაღდათელ მოქალაქეს მიენიჭა:
ამბერკ რობაქიძე- ა.ა.ი.პ.ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების ხელმძღვანელი.
ნაზი ენდელაძე-ღვაწლმოსილი პედაგოგი.
თინა ჩხეიძე- ღვაწლმოსილი პედაგოგი.
შალვა გრძელიძე- ექიმი.
გიორგი ნებიერიძე- ინჟინერი.
ტატო ტაბეშაძე- ბიზნესმენი, მეწარმე.
ბადრი სახამბერიძე- კულტურის სფეროს წარმომადგენელი.
ბაჩუკი მშვილდაძე- კულტურის სფეროს წარმომადგენელი.
საპატიო ბაღდათელები, მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ დააჯილდოვა.
ბაღდათობის სახალხო დღესასწაული ოთო ნემსაძის კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.