ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.
ნაპირ სამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ხანისწყლის იმ მონაკვეთზე, რომელიც ესაზღვრება ქალაქ ბაღდათს და სოფელ ზედა დიმს. სამუშაოებს შპს კომპანია „ვაბე“ ასრულებს, იწმინდება მდინარე ხანისწყლის კალაპოტი და ეწყობა დამცავი გაბიონები.
ბაღდათის მუნიციპლიტეტს, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 2024 წელს სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 4, 480 000 ლარი გამოეყო, რომლითაც მუნიციპალიტეტში 22 პროექტი განხორციელდება.
აღნიშნული პროექტები მოიცავს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგრბას, ასევე საყრდენი კედლების მოწყობას და სტიქიით დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალით უზრუნველყოფას.