ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დაარსებიდან 55 წლის იუბილე აღინიშნა.
სპორტული სკოლა, რომელიც ა.(ა).ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს, ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონეა და არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სპორტული სკოლის 55 წლიან ისტორიას და მათ მიღწევებს გაცნობოდნენ.
საიუბილეო ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მერიის საკრებულოს, აიპების და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო, სპორტ სკოლაში აღზრდილი ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, რომლებმაც ბაღდათის მუნიციპალიტეტი თავიანთი წარმატებით არაერთხელ ასახელეს.
ა.(ა).ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრთან არსებულ სპორტულ სკოლაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ცხრა სექტორი ფუნქციონირებს, მათშორის ერთი შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.