
სპორტის საერთაშორისო დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სპორტული აქტივობების კვირეული მიეძღვნა.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში
სპორტული ღონისძიებები გაიმართა სოფელ ხანის საჯარო სკოლაში, რომელშილიც მონაწილეობა ხანის, საკრაულას და ზეგნის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში. რომლის დასრულების შემდეგ, სპორტულ თემატიკაზე ვიქტორინაც მოეწყო.

გამარჯვებულ გუნდებს და მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლეთა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი დაურიგდათ