ცხრა აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე ობჩაში ამავე სოფლის მკვიდრის, ეროვნული გმირის თამარ მამულაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
თამარ მამულაშვილი 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა.
ქუჩისათვის სახელის მინიჭება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო.
ქუჩის გახსნას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე , გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, საბჭოს წარმომადგენლები და თამარ მამულაშვილის ოჯახის წევრი ესწრებოდნენ.