ბაღდათის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ფიბრირებული ბეტონის სანიაღვრეები ისხმება სოფელ დიდველაში ე.წ. ლაბაძეების უბანში, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „საქმილსადენმშენი“ ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ დიდველაში შიდა საუბნო გზის სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთდ გაეცნო.