
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით,
მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ პირებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობებში იასპარეზეს. გამარჯვებულ მონაწილეებს პრიზები გადაეცათ.

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

შ.შ.მ. პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ბაღდათში, მერიის და ა.ა.ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.