
ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს “GAME ზონამ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა შემსრულებლებმა შშმ პირებისთვის კონცერტი გამართეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.