ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს “GAME ზონამ” უმასპინძლა, საადც მათ
სამაგიდო თამაშებში იასპარეზეს.
სამაგიდო თამაშებში მონაწილე შშმ პირებს საჩუქრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
დღესვე ადგილობრივმა შემსრულებლებმა შშმ პირებისთვის კონცერტი გამართეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერით ყოველ წელს აღინიშნება.