#ესდღეჩვენია
#თავისუფლებისსიყვარულით
#26მაისი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, რ.ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში
განთავსებული ფოტო გამოფენა. სადაც წარმოდგენილი იყო 1921 წლის ამსახველი კადრები.
ანსამბლმა “საირმე”-მ კი მცირე კონცერტი წარმოადგინა.
დღესვე ბაღდათის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობის თემატიკაზე გამართულ ესეების და ფოტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ტურნირი ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები იღებდნენ. დღესვე ბაღდათის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ახლად რეაბილიტირებული მინი სპორტული მოედნები დაათვალიერეს სოფელ დიმსა და ქალაქ ბაღდათში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს სოფელ როხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებმა, მათ დამოუკიდებლობის დღეს თემატური პერფორმანსი წარმოადგინეს.