მარნებთან მისასვლელი გზების მშენებლობა ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის და კონკრეტულად იმ სოფლებისთვის მნიშვნელოვანია სადაც მარნები მდებარეობს, რადგან რეაბილიტირებული გზებით ისარგებლებენ არა მარტო მარნების მფლობელები და ვიზიტორები, არამედ იქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაც.
მარნებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია განსაკუთრებულია იმ მხრივათაც რომ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ აფინანსებს. ის თანხა რაც აღნიშნული გზების კეთილმოწყობისთვის ბაღდათის მერიას უნდა გამოეყო, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის მიზნობრივად გამოიყენებს.
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და საპარკინგე სივრცე, სოფელ დიმში სევერიან ღამბაშიძის და სოფელ როკითში ონისე კბილაშვილის მარანთან მისასვლელ გზებზე.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ბაღდათში საოჯახო ღვინის მარნებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ადგლობრივი ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიულ ერთეულში 14 საოჯახო ღვინის მარანთან მისასვლელი საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების და საპარკინგე ადგილების მოწყობა განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.